რეზონანსი
08.06.2023

ყველასათვის საყვარელი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები" ფორმულას ეთერში 7 ივლისიდან ბრუნდება.

ეს სერიალისთვის მე 19-ე სეზონი იქნება.

„ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სეზონის დასრულების შემდეგ, არაერთგზის ისმოდა კითხვა, გაგრძელდებოდა თუ არა სერიალი. 11-წლიანი ისტორიის მქონე პროექტს არსებობის გასაგრძელებლად შესაბამისი ფინანსური რესურსები უნდა მოეძებნა, როგორც ჩანს ეს შეძლეს და უკვე სერიალი ეთერშიც ბრუნდება.

როგორც რამდენიმე კვირის წინ სცენარისტ ქეთი დევდარიანი ამბობდა, სერიალი ზუსტად იქიდან დაიწყება, საიდანც დასრულდა სეზონი.

„ტაფა ჩარტყმული ბაქარით დასრულდა სერიალი და ამითვე დაიწყება ახალი სეზონი" - ქეთი დევდარიანი

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×