რეზონანსი
07.06.2023

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, დიდი პოლიტიკური პარტიის ორბიტაზე მავალმა პატარა პარტიებმა, თავის დროზე ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვეს, როდესაც არათუ მკაფიოდ არ გაემიჯნენ "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ მათ თამაშს აჰყვნენ

როგორც სარჯველაძე განმარტავს, "ნაციონალურ მოძრაობა" არჩევნების შემდგომ ძალიან მწვავე კრიზისს განიცდის.

"ოპოზიციას რეალურად აქვს მწვავე კრიზისი - კრიზისი გამოიხატება იმაში, რომ ერთის მხრივ დომინანტი პოლიტიკური ძალა რაც არსებობდა, წინა არჩევნების რეზულტატებიდან გამომდინარე და შემდგომ ეს კვლევებშიც ანალოგიურად ასახულია. "ნაციონალური მოძრაობა" უმძიმეს კრიზისს განიცდის არჩევნების შემდეგ, რა ვითარებაც არის შიგნით პარტიაში და რა საკვირველია დიდი პოლიტიკური პარტიის ორბიტაზე მავალი პატარა პარტიები, რომლებმაც თავის დროზე ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვეს, როდესაც არამც თუ მკაფიოდ არ გაემიჯნენ "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ მათ თამაშს აჰყვნენ დაწყებული პარლამენტში არ შემოსვლით, რომელიც ძალიან დიდხანს გაიჭიმა და ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა ქვექნისთვის, საზოგადოდ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან ხელისუფლებისთვის. ამის შემდგომ იყო მთელი რიგი კასკადი შეცდომების,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×