რეზონანსი
07.06.2023

საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება - საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებს ახალი კანონპროექტის თანახმად უფლება ექნებათ საქართველოს პასპორტის მისაღებად სპეციალური გამოცდები შეუზღუდავად გადააბარონ. იმ შემთხვევაში კი თუ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე პასუხი უარყოფითია, პირს ხელმეორედ პროცედურის გავლის საშუალება ერთი წლის ნაცვლად 6 თვეში ექნება. იცვლება მოქალაქეობის არმქონე პირთათვის პასპორტის მიღების ვადებიც.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კანონში შევიდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებაა, რომლის თანახმად მოქალაქეობის არ მქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ვადა ხუთამდე მცირდება.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასაღებად პირმა სამი გამოცდა სახელმწიფო სერვისების სააგენტოში უნდა ჩააბაროს. ქართული ენა, ისტორია და ქართული სამართლის საფუძვლები. ცვლილებებს კანონპროექტში ტრადიციულად ურთიერთბრალდებები მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×