რეზონანსი
07.06.2023

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ მუშუქია დაიღუპა. შემთხვევა ბახმუტთან ახლოს გუშინ მოხდა, მებრძოლი დაბომბვას ემსხვერპლა. ზურაბ მუშუქია გამოცდილი სამხედრო იყო, მონაწილეობდა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში.

როგორც მისი მეგობრები ყვებიან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ერთგვარ დევნის ობიექტად იქცა, რის გამოც იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა კი უკრაინაში განაგრძო. იბრძოდა არაერთ ცხელ წერტილში, იყო მძიმედ დაჭრილიც, ბოლოს კი სპეციალური დანიშნულების დანაყოფ "ხორტში" ირიცხებოდა.

ბოლო ცნობებით, ზურაბ მუშუქია ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენებული არ არის. ის 46-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×