
რატომ სძულს ასე რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად სამოქალაქო სექტორს და მედიას საკუთარი ქვეყანა და ხალხი? როგორ შეიძლება კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს სახელმწიფოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე, ჩვენს დიასპორაზე მთელს მსოფლიოში, გამოაცხადო საარჩევნო მანიპულაციად? - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას. ბოჟაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ, რუსეთის ინტერესად აცხადებს, რისი მიზანიც ქვეყნის მაქსიმალურად დაზიანებაა.
„როგორ შეიძლება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR- გაეროს სააგენტო, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება დაიცვას ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული და მოქალაქეობის არმქონე პირები) რეკომენდაცია და საერთაშორისო ვალდებულება რუსეთის ინტერესად გამოაცხადო? როგორ და მარტივად, რასაც დაავალებს კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი იმას იმეორებს ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მართვადი მედია, სამოქალაქო სექტორი და ა.შ. ასეთი სახის დეზინფორმაციის და ტყუილის გავრცელებას მხოლოდ 1 მიზანი აქვს - მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხის ინტერესები, საფრთხე შეუქმნან სტაბილურობას და განვითარებას. საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა იზრუნოს მოქალაქეებზე როგორც საქართველოში ასე მთელ მსოფლიოში, ამ ვალდებულების უკეთ შესრულებას ემსახურება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა და აუცილებლად განხორციელდება. რაც შეეხება 2024 თუ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რადიკალური ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა, ისევე დამარცხდება როგორც 2012 წლიდან ყველა დონის არჩევნებზე!" - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|