რეზონანსი
06.06.2023

სტიქია ყვარელში - წვიმის შემდეგ მდინარე ფატმასური ადიდდა, რის შედეგადაც სოფელ გავაზში პარალიზებულია ცენტრალური ქუჩები, სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ადგილობრივების თქმით, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, ვენახები.

მოსახლეობა ამბობს, რომ გაწმენდილი არაა სანიაღვრე არხები, რის გამოც ტერიტორია დაიტბორა.

"სხვა დროს უფრო მეტი უხვი ნალექი ყოფილა, არ გამოუწვევია. 2010 წლიდან არ გასუფთავებულა სანიაღვრე არხები და ამან გამოიწვია, ვერ გაატარა ჭარბი წყალი. მინდვრიდან და სავარგულებიდან მოდის, საათები რომ გადის, ემატება და არ აკლდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ფაქტობრივად წყალში ვართ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ყვარლის მერის მოადგილე ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, ადიდებული მდინარის წყალი კი წყალგამტარმა არხმა ვერ გაატარა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ ტერიტორია გაიწმინდოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×