რეზონანსი
05.06.2023

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რესტორან "რეტროს" ყოფილმა მენეჯერმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×