რეზონანსი
04.06.2023

„ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი „იმედის კვირას" უყვება რას ითხოვდა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი საქართველოში დახურულ კარს მიღმა უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებზე.

„თითქოს დაუჯერებელიც კი იყო და ზოგს შეიძლება დღესაც ბოლომდე ვერ წარმოუდგენია, იმდენად უხეში და კატეგორიული იყო მოთხოვნა, რომ ომში ჩართულიყო საქართველო. პირდაპირი ტექსტებით იყო ამის მოთხოვნები ხელისუფლების პირველ პირებთან. ამას ძირითადად ავრცელებდა ერთი კონკრეტული ქვეყნის ელჩი - ყველამ იცის, აღარ გავიმეორებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უარყო, ის ამას აკეთებდა. ეს იყო დახურულ კარს მიღმა შეხვედრები, კაბინეტში შეხვედრები, შეხვედრები, რომლებზეც ძალიან კატეგორიული ტონით იყო მოთხოვნა, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში. აბა რისთვის გეხმარებით, რისთვის გაიარაღებთო და ისეთი დარწმუნებაც - „თქვენ ის აღარ ხართ, რაც 2008-ში. თქვენ გყავთ ბრძოლისუნარიანი ჯარი და თქვენ შეგიძლიათ ბრძოლა". ამავე ხაზს ძალიან მკაფიოდ ავითარებდნენ ქართველი ოპოზიციონერები და „ენჯეოშნიკები", - აცხადებს სუბარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×