რეზონანსი
04.06.2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ", ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების ინტენსიური სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა,- ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქედან, 2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Bეაცჰ თეცჰ), 1 ქუჩის სარწყავი მანქანა, 7 თვითმცლელი ტრაქტორი, 3 ექსკავატორ-დამტვირთველი და 3 თვითმცლელი მანქანაა.

ამავე ინფორმაციით, გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით შეძენილია 3 ტრაქტორი თვითმცლელი და 1 თვითმცლელი მანქანა.

"ახალი სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორი გიორგი შუხოშვილი და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა ხელს შეუწყობს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების გაუმჯობესებას და დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×