რეზონანსი
04.06.2023

მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ასეთი შეხვედრები Shangri-La-ს უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად ხდება.

დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გასულ წლებში არ გასაჯაროებულა. როგორც მედია წერს, შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი იყო წარმოდგენილი. მედიის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩინეთის და ინდოეთის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები, შეხვედრას არ ესწრებოდა რუსეთის წარმომადგენელი.

შეხვედრაზე განხილვის თემებს შორის იყო უკრაინის ომი და ტრანსნაციონალური დანაშაული.

„როიტერთან" საუბარში ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ შეხვედრა იყო თანამშრომლობითი და არა კონფრონტაციული. სინგაპურის მთავარ უსაფრთხოების დიალოგში 49 ქვეყნის 600-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აშშ-ის, ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ინდონეზიის და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებმა. სამი დღის განმავლობაში გაიმართა პლენარული სესიები, ასევე დახურულ კარს მიღმა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×