რეზონანსი
04.06.2023

ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის სენიორთა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. იტალიაში გამართულ ევროპის სენიორთა ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს ზურაბ სტურუამ და ნონა გაფრინდაშვილმა.

ზურაბ სტურუამ 50 წელზე უფროს სპორტსმენთა ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, ნონა გაფრინდაშვილმა კი 65 წელზე უფროს მოჭადრაკეთა შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ სტურუამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა, ნონა გაფრინდაშვილი კი 65+ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×