
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ნატო ემუქრება არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს. ამის შესახებ მან ERR-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც ოკუპაციისგან გავთავისუფლდით, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა ეს აღარ განმეორებულიყო. ნატოში გაწევრიანება ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო და ის ჩვენთვის არავინ მოუხვევია თავს. ისინი, ვინც ნატოს გაფართოებასა და ესკალაციაში ადანაშაულებს, რუსეთის იდეოლოგიას იმეორებენ.
ნატო ემუქრება არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს. რუსეთი იქცევა როგორც უკანასკნელი კოლონიალური სახელმწიფო, რომელიც, ფაქტობრივად, თავისი იმპერიის გაფართოებას ცდილობს.
თუ აგრესია გაამართლებს როგორც ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების შედეგადაც რომელიმე ქვეყნის ტერიტორია ან აქტივები იზრდება, მაშინ ამ ინსტრუმენტს სხვა ძლიერი ქვეყნებიც გამოიყენებენ", - აცხადებს კალასი.