რეზონანსი
04.06.2023

"როგორ ხარ ჩემი პარტნიორი ან მეგობარი, თუ წახვალ, წამოხვალ და რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ", - ამის შესახებ ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი საკვირაო ქადაგებისას ამბობს.

დღეს, მე ახლა პირდაპირ მინდა ვთქვა, ამერიკაზე და ევროპაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ დღეს მტერი ვინ არის?! ვისაც დაპყრობილი ვყავარ და ის ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ თავისუფალი გავხდე. ის არის ჩემი მტერი. მარტო ის, რომ იმის მტერი ხარ, თუ მე ცუდად მექცევი, თავი მოსაფხანად ხომ არ გვაბია ქართველებს ან იმიტომ რომ მუცელში წყალი არ ჩაგვივიდეს.

როგორ ხარ ჩემი პარტნიორი ან მეგობარი, თუ წახვალ, წამოხვალ და რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ. თუ 2008 წლის ომის მერე, თვითონ მაქვს ნანახი, რუსეთის მხარეს როგორ იდექით და როგორ ქილიკობდით ქართველების მიმართ ჩვენი დაღუპული და გმირი ბიჭების იმაზე, ხო?! ეკლესიას ამის უფლება აქვს, ილაპარაკოს.

2008-ში, მაშინდელმა სამარცხვინო ხელისუფლების მოთავეებმა, პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველამ რომ მიატოვეს, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი იყო, კიდევ ვიღაცებმა რომ მიატოვეს, პატრიარქმა გამოიყვანა ის ბიჭები იქიდან. თავი დავიმცირეთ რუსების წინააღმდეგ, შევედით, რომ ჩვენი ბიჭები იქ არ დაგვეტოვებინა, - ამბობს მეუფე იაკობი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×