რეზონანსი
04.06.2023

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივნის გიორგი ბოტკოველის შეფასებით, ბოლო დღეებში სამოქალაქო აქტივისტების დაკავებები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება რუსეთის მსგავსად, რეპრესიების გატარებას ცდილობს.

როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნება" ცდილობს, თავიდან ბოლომდე რუსეთის ფედერაციას დაემსგავსოს.

„რუსული ოცნება" მხოლოდ ერთ რამეშია მიზანდასახული და მხოლოდ ერთი რამისკენ ისწრაფვის, თავიდან ბოლომდე დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას და გაატაროს ყველა ის რეპრესიები, რასაც ამ წლების განმავლობაში ატარებდა და ატარებს პუტინი. სწორედ ამას ჰგავს ზუსტად გუშინ, გუშინწინ ადამიანების დაკავების პროცესი. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე პუტინის ქმედებებს ჰგავს, რომელითაც ბოლომდე მოსპეს რუსეთში, როგორც დემოკრატია, ისე სამოქალაქო საზოგადოება, ასევე არასამთავრობო სექტორი და საერთოდ, ყველაფერი, თუ რამე დემოკრატიული არსებობდა", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავეს. პარლამენტთან დააკავეს ასევე, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×