რეზონანსი
04.06.2023

ვე­ლის­ცი­ხე­ში 26 წლის გი­ორ­გი მირ­ზაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­ხდა ცნობილი. მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი სა­უ­ბარ­ში ვა­რა­უ­დობს, რომ მირ­ზაშ­ვილს მძი­ნა­რეს ჩა­არ­ტყეს ურო, რა­მაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"ვფიქ­რობ მძი­ნა­რეს [ჩა­არ­ტყეს], რად­გან საც­ვლე­ბის ამა­რა იყო, როცა ამო­იყ­ვა­ნეს [ჭი­დან]", - ამ­ბობს მე­გო­ბა­რი.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან გი­ორ­გი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი და უშან­გი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლის ნა­თე­სა­ვია.

რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მირ­ზაშ­ვილს სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის ვალი ჰქონ­და და კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა ეს ყო­ფი­ლი­ყო, უარ­ყოფს მოკ­ლუ­ლის დედა. თუმ­ცა ადას­ტუ­რებს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მას შვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან წერ­დნენ, მას შემ­დეგ, რაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

"მწერ­დნენ რო­გორც გი­ორ­გი - რომ მივ­დი­ვარ მო­ნას­ტერ­ში და მარ­თლა აპი­რებ­და წას­ვლას, ამი­ტომ არ შემ­პარ­ვია ეჭ­ვია. ასე­ვე მწერ­დნენ, რომ გი­ორ­გი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი აპი­რებს ჩი­ვილს და და­უბ­რუ­ნე ფუ­ლიო. არ და­მიბ­რუ­ნე­ბია, რა თქმა უნდა, რად­გან ვა­ლის ამ­ბა­ვი გარ­კვე­უ­ლი მქონ­და. ამ დროს ჩემი შვი­ლი უკვე ცო­ცხა­ლი არ იყო", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის დედა.

ცნო­ბის­თვის, 25 წლის გი­ორ­გი მირ­ზაშ­ვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ახალ­გაზ­რდა ბიჭი რუს­თა­ვი­დან იან­ვარ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და და არა­ვინ იცო­და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. გი­ორ­გი რამ­დე­ნი­მე თვე რომ არ გა­მოჩ­ნდა, ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს, რის შემ­დე­გაც და­ნა­შა­უ­ლი გა­იხ­სნა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ა­კა­ვეს და საქ­მის უმ­ძი­მე­სი დე­ტა­ლე­ბიც გა­ცხად­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×