რეზონანსი
03.06.2023

სოციალ-დემოკრატების შეხვედრაზე დემონსტრანტებმა გერმანიის კანცლერს სიტყვით გამოსვლა შეძახილებით შეაწყვეტინეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება" წერს.

ინციდენტი ბერლინთან ახლოს მოხდა. ოლაფ შოლცის გამოსვლის დროს აქციის მონაწილეები ლოზუნგებით „ომის წამქეზებელი" და „მშვიდობა იარაღის გარეშე" სკანდირებდნენ.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა დემონსტრანტებს განუცხადა, რომ ომის ერთადერთი წამქეზებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია და მათ „რომ რამე გრძნობა ჰქონდეთ", ისინი პუტინს შეხვდებოდნენ ყვირილით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×