რეზონანსი
03.06.2023

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მიიღეს. მიღებული ნამუშევრების გადარჩევის შედეგად კი ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი დაბა კაზრეთში მცხოვრებმა ნინი მოსეშვილიმა დაიკავა. მე-2 ადგილი კი თბილისემა მარიამ ბროლაძემ და წალკელმა ანა გიგლემიანმა გაინაწილეს. რაც შეეხება მე-3 ადგილს, ის ჭიათურელ ანანო ხახიშვილსა და საგარეჯოელ მარიამ ჩილინგრიშვილს ხვდათ წილად.

საუკეთესო ნაშრომების ავტორები სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი საპრიზო ფონდით დაჯილდოვდნენ, რომელიც ჯამში 3000 ლარს შეადგენდა და შემდეგნაირად ნაწილდებოდა: პირველი ადგილი - 1 500 ლარი; მეორე ადგილი - 1 000 ლარი; მესამე ადგილი - 500 ლარი.

რადგან მეორე და მესამე ადგილები ორ-ორმა კონკურსანტმა გაიყვეს, დაჯილდოების მომენტში, პროექტის სპონსორის, “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელმა, თემურ ხონელიამ მიიღო გადაწყვეტილება საპრიზო ფონდის გაზრდის თაობაზე და მეორე-მესამე ადგილზე გასულ თითოეულ კონკურსანტს შესაბამისად, 1000-1000 და 500-500 ლარი გადაეცათ.

„ სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე, რომ ტარდებოდა კონკურსი თემაზე „ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა მედიაწიგნიერების საშუალებით”. ზუსტად იმ პერიოდში Facebook-ზე შემხვდა სტატია, რომლის მიხედვითაც გოგონების 25%-ს ვინც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, უშვილობა ემუქრებათ. რადგან საქართველოში გოგონების უმრავლესობას ეს ვაქცინა აქვს გაკეთებული ინფორმაციის გადამოწმება საჭიროდ ჩავთვალე და აღმოვაჩინე, რომ ყალბია. საკონკურსო ნამუშევარიც სწორედ ამ თემაზე შევქმენი.

კონკურსში მონაწილეობა და საკონკურსო მასალაზე მუშაობა დამეხმარა გამომემუშავებინა ისეთი უნარები, როგორებიცაა ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, ანალიზი, ფაქტების გადამოწმების და წერის უნარი.

მიხარია, რომ ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და საპრიზო ადგილიც დავიკავე. ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი კონკურსები ისევ გაიმართება და ყველა ჩემს თანატოლს ვურჩევ გამოიყენონ შესაძლებლობა“, - განაცხადა კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, მარიამ ბროლაძემ.

მედიაწიგნიერების კონკურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება 13-დან 18 წლამდე, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×