რეზონანსი
03.06.2023

ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.

სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა, აშვინი ვაიშნაუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მაღალი დონის გამოძიება“ დაინიშნა.

CNN-ი იუწყება, რომ ინდოეთის მატარებლები ყოველდღიურად 13 მილიონ მგზავრს ემსახურება. წლების განმავლობაში უყურადღებობამ ლიანდაგების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, რის გამოც, მთავრობამ რკინიგზის განახლებისთვის ბოლო დროს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×