რეზონანსი
31.05.2023

იტალიაში, ორი ქართველი დააკავეს. მათ ბინების სისტემურ ძარცვას ედავებიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია reportpistoia.com წერს.

გამოცემის ცნობით, თანამზრახველები კარის საკეტების დაზიანებით, საცხოვრებლებში იპარებოდნენ და ძარცვავდნენ. პოლიციამ მათი სახლიდან დიდი ოდენობით ძვირფასეულობა, საათები, ასევე, იარაღები ამოიღო.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდნენ. დამნაშავეებს პატიმრობა მიუსაჯეს.

"ორივე დაკავება დადასტურდა პროკურორების მიერ, ხოლო შესაბამისმა გამომძიებელმა მოსამართლეებმა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენეს. მათ დოკუმენტები გადასცეს პისტოიას პროკურატურას, სასამართლო ოფისს, რომელიც კოორდინაციას უწევდა გამოძიებას" - წერია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×