რეზონანსი
31.05.2023

18-წლიანი ძებნის შემდეგ, დორტმუნდის აეროპორტში 52 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, ინფორმაციას უცხოური გამოცემა ავრცელებს. მამაკაცი გერმანიაში ქუთაისიდან ჩაფრინდა და საპასპორტო კონტროლის გავლისას, აეროპორტში, ნერვიულობა ადვილად შესამჩნევი იყო. როგორც გაირკვა, მამაკაცს სამართალდამცველები წლების განმავლობაში ეძებდნენ.

დანაშაული მან 2005 წლის ივნისში, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ჩაიდინა. 29 წლის მამაკაცი გულის არეში ქუჩაში, სასიკვდილოდ დაჭრა. ძებნილის იდენტობა თითის ანაბეჭდით დაადასტურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×