რეზონანსი
31.05.2023

მივესალმები ჩვენს საამაყო პოლიციელებს - პოლიციის დღეს გილოცავთ ყველას, ჩვენო ძვირფასო და საამაყო პოლიციელებო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა. მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ნამდვილად ევროპული სტანდარტების, თანამედროვე და რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია გვყავს", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×