რეზონანსი
31.05.2023

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე. იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ზურაბ ქურციკიძე წლების განმავლობაში "რეზონანსის" ფოტოკორესპონდენტი იყო, ხოლო ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი გახლდათ.

2011 წელს ზურაბ ქურციკიძე სააკაშვილი რეჟიმმა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დააკავა და ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს. რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.

„რეზონანსი“ ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის კოლეგებს, ოჯახს, ახლობლებს და სამძიმარს უცხადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×