რეზონანსი
31.05.2023

16 წლის გო­გოს მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით მისი ბიძა და­ა­კა­ვეს. მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის დე­ტა­ლებს "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ზე მა­მი­დის ქმა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დობ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით მა­მა­კა­ცი გო­გო­ნას ემუქ­რე­ბო­და, რომ თუ ამ­ბავს გა­ამ­ჟღავ­ნებ­და, ოჯა­ხის წევ­რებს მო­უკ­ლავ­და.

"ბი­ძად ეკუთ­ვნო­და ამ გო­გოს. ეს მო­ზარ­დი ბე­ბი­ას­თან ცხოვ­რობს. მე­სი­ჯი მი­უ­წე­რია არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის­თვის და დახ­მა­რე­ბა უთხო­ვია. ჩვენც გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ" - ჰყვე­ბი­ან სო­ფელ­ში.

მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ბიძა გო­გოს სახ­ლში ხში­რად და­დი­ო­და, თუმ­ცა სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ კა­ცის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ი­გეს.ბრალ­დე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­ზარ­დის ჩვე­ნე­ბა და ის მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბია, რო­მელ­საც გო­გო­ნა მის მე­გობ­რებს უგ­ზავ­ნი­და.

ასე­ვე "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ზარდს, ის მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სო­ფელს მო­შო­რე­ბუ­ლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×