რეზონანსი
30.05.2023

ოთხშაბათს აშშ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკეტში შევა რაკეტები Patriot საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის, რაკეტები HIMARS სისტემებისთვის, სატანკო საბრძოლო მასალა, და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. პაკეტში ასევე შევა Zuni საავიაციო რაკეტები, AIM-7 კლასის რაკეტები რადიოლოკაციური სამიზნეებით. ასევე საუბარია საჰაერო თავდაცვის Avenger სისტემებზე და Stinger საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან აშშ-ის მხრიდან კიევისთვის ეს სამხედრო დახმარების 39-მე პაკეტი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×