რეზონანსი
30.05.2023

საღამოს რვა საათია და განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც 24 საკანონმდებლო აქტის პროექტისგან შედგებოდა. - ამის შესახებ მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ " კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენა გაიმართა, რომელიც ევრორეკომენდაციების შესაბამისად პერსონალური მონაცმების დაცვის გაძლიერებას ეხება.

მაია ბითაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისგან დღეს სხდომათა დარბაზში ისტერია, პერფორმანსი და ქილიკი იხილეს, იმის შესახებ, რომ უმრავლესობას ევროკავშირში არ სურს .

„საღამოს 8 საათია და განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების 2 ძალიან მნიშვნეკოვანი კანონპროექტი, რომელიც 24 საკანონმდებლო აქტის პროექტისგან შედგებოდა. დღეს ჩვენ დარბაზში ჩვენი ოპოზიციონერებისგან ვიხილეთ ისტერიკა, პერფორმანსი, დროშების გადმოკიდება და ქილიკი იმაზე, რომ თურმე ჩვენ ევროკავშირში არ გვინდა. არცერთი არ არის დარბაზში. სამაგიეროდ არის მათ მიერ მიტოვებული და დანახინჯებულად დატოვებული დროშები და სავარაუდოდ ახლა ემზადებიან რა მოიგონონ ხვალ დილისთვის ისეთი, რომ ქვეყანა დააზიანონ და კიდევ მოცხონ ჩირქი ზოგადად საქართველოს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×