რეზონანსი
30.05.2023

ნატოსს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ იღლებიან უკრაინისათვის დახმარების გაწევით.

ოსლოში გამართულ ღონისძიებაზე იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძლიერდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებში, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერაა.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის „სხვადასხვა ხმები" და მოსაზრებები უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე, უპირატესად რჩება „პოლიტიკური ნება უკრაინის გვერდით დგომისა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×