რეზონანსი
30.05.2023

საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება.

როგორც ყოფილი ელჩი წერს, ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებით ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება.

"ამბობს პრემიერმინისტრი ქვეყნის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, რომელიც ახლა მის ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურება," - წერს ყოფილი ელჩი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. იგი ჟურნალისტებისა და დისკუსიის დამსწრეების კითხვებს პასუხობდა.

მისი პასუხები სავსე იყო ჩვეული ანტიდასავლური რიტორიკით. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×