რეზონანსი
30.05.2023

სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "ჯიპის" მარკის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ორი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთმა, რომელიც მსუბუქად დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×