რეზონანსი
30.05.2023

ყველა გამოსვლაში პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამაზე აქვს სწორება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შესაბამისი გზავნილებია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ. დიახ, თუკი ობიექტურად შეფასდება, ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმები უსათუოდ იქნება კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველი. კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში - ამ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ ობიექტურ გადაწყვეტილებას ველოდებით", - აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოვიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×