რეზონანსი
30.05.2023

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რა სამართლებრივი ნორმები ირღვევა მასთან მიმართებით.

"რა სამართლებრივი ნორმები ირღვევა ჩემს შემთხვევაში: საქართველოს კანონმდებლობით ყველა პარლამენტის წევრს შეუძლია მომინახულოს ციხეში. უფლება უარყოფილია უკვე 6 თვის განმავლობაში. ასევე, ევროპარლამენტარებსა და აშშ-ს სენატორებს ჩემზე წვდომა შეუწყდათ. ერთადერთი ეროვნება მაქვს - და ისიც უკრაინელია. ორი სხვადასხვა უკრაინელი სახალხო დამცველი ჩემს ნახვას გასული წლის იანვრიდან ითხოვს - უშედეგოდ. ევროკავშირმა 27 ქვეყნის დემარშე გააკეთა, რომ ევროპელი ექიმები ჩემთან შემოუშვან. საქართველოს მთავრობა თანახმაა, მაგრამ 3 თვეა უარს ამბობს კონკრეტულ მიღების ნებართვებზე სხვადასხვა პრეცედენტებით, რაც ევროკავშირისთვის უპატივცემულობაა", - წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×