რეზონანსი
30.05.2023

გიორგი ვოლსკიმ ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეაფასა, რომლებიც, მათ შორის, პოლარიზაციას ეხება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, დეპოლარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა.

„რასაკვირველია, კანდიდატის სტატუსის მოცემა განიხილება ორ ასპექტში, ერთი, რომ ევროპული საზოგადოება, შესაბამისი სტრუქტურები ობიექტურად აფასებენ იმ რეფორმებს, რაც საქართველოში გატარდა, არანაირ ყურადღებას არ აქცევენ პოლიტიკურ სპეკულაციებს. დეპოლარიზაცია არ ნიშნავს დამეგობრებას, ნიშნავს თანაბარი პირობების შექმნას ყველასათვის. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანდიდატის სტატუსის მიცემა. გულწრფელობა არის აუცილებელი, როცა ამ ტრიბუნას იყენებ. ფაქტია, პოლარიზება მსოფლიოში არის თვალსაჩინო, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთი თავისი სტრატეგიული ინტერესების გატარებისათვის სამხედრო ძალას მოიხმარს, ასეთი რეალობა შეიქმნა, როდესაც პატარა, მცირე რესურსების მქონე ქვეყანამ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×