რეზონანსი
30.05.2023

ყაჩაღობა ქობულეთში 90-იანების მეთოდით - დედა-შვილი თოკით დააბეს და ძვირფასეულობა გამოსძალეს. შემთხვევა სოფელ აჭყვისთავში მოხდა. დაზარალებულის მეზობლები TV25.GE-ის უყვებიან, რომ ბოროტმოქმედებმა სახლი იმ დროს გაძარცვეს, როცა ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად მარტო იმყოფებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, დამნაშავეებმა საცხოვრებლიდან დიდი ოდენობით ოქრო წაიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×