რეზონანსი
30.05.2023

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის მიზანშეწონილობა კი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

„საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს ევროინტეგრაციის სურვილი. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რასაკვირველია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×