რეზონანსი
30.05.2023

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არ შეერთებას ორი მიზეზი ჰქონდა.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, პირველი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა, შესაბამისად ქვეყნის გავლენა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ჩართვის შემთხვევაში ძალიან მცირე იქნებოდა.

მისივე თქმით, მაშინ როცა ევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო მოცულობა წელიწადში 300 მილიარდ ევროს შეადგენს, ეს ციფრი საქართველოსთვის მხოლოდ ერთი მილიარდია.

მისივე თქმით, მეორე მიზეზი სანქციებზე არ შეერთების ის არის, რომ საქართველო ძალიან განაწყენებული იყო იმით, რომ "2008 წლის ომი სერიოზულად არავინ მიიღო."

"საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა და საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან ერთ მილიარდზე ნაკლებია, ევროკავშირმა გასულ წელს ერთი მილიარდი ევრო ყოველდღე გადაუხადა რუსეთს, ანუ რუსეთმა მიიღო 300 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან გასულ წელს და სავაჭრო ბრუნვა საქართველოს მხრიდან მხოლოდ ერთი მილიარდია წელიწადში, ამიტომ ჩვენი გავლენა ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში იქნებოდა 0,3%, ხოლო ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი. ამიტომ, ჩემი აზრი არის ასეთი, როცა ამ საუბარს ვაწარმოებთ, სრულიად შევესაბამებით საერთაშორისო საფინანსო სანქციებს, ამას ვაკეთებთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უწყებებმა, ყველამ აღიარეს რომ საქართველო სროლად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სხვა რაღაცაა. ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები და აშშ-ც იგივეა, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, ამიტომ შუაში ხართ.

მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ძალიან განაწყენებულები ვიყავით, რომ სერიოზულად არავინ არ მიიღო 2008 წლის ომი, ეს არის მიზეზი," - ამბობს ღარიბაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×