რეზონანსი
30.05.2023

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა დეოლიგარქიზაციის კანონზეც ისაუბრა და თქვა, რომ რეალური ოლიგარქი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრია.

მოდერატორმა ღარიბაშვილს უთხრა, რომ ოლიგარქზე საუბრისას მან იფიქრა, რომ ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა. თუმცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის მიმართ ბრალდებები არგუმენტების გარეშეა და როცა დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებენ, ყველაფერი გაირკვევა.

"რეალური ოლიგარქი ყოფილი თავდაცვის მინისტრია, თქვენი ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ.[...]

როგორც კი ამ კანონს მივიღებთ, ყველაფერი იქნება გარკვეული და ამ ბრალდებებს მისტიკას მოვხსნით. არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. რახან იკითხეთ დამფუძნებლის საკითხი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ეს ცვლილება მოახდინა, რომელმაც შეცვალა სააკაშვილის ბრუტალური დიქტატორული რეჟიმი.

სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში კლავდნენ, ქუჩებში კლავდნენ 300 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული, არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ და ეს იყო უშველებელი დღე და ღამე რომ განსხვავდება ისეთი განსხვავებაა", - თქვა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×