რეზონანსი
30.05.2023

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ელჩებს მიმართავს. იგი სვამს კითხვას - მაშინ, როდესაც თავად ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს და ახორციელებენ ასობით ფრენას რუსეთის გავლით, რატომ ითხოვენ საქართველოსგან, მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, სხვა ქვეყნების გავლით?

"კითხვები ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ელჩებს:

1. საიტზე flightradar24-ზე ჩანს, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს. იხილეთ ფოტოზე ფრანკფურტი - შანიანი, ჟენევა - პეკინი. ასეთი ასობით ფრენა სრულდება. რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს?

2. მესმის თქვენი, ამოკლებთ მარშრუტს, ამცირებთ ყველანაირ საავიაციო ხარჯებს, ამცირებთ ფრენის დროს, რითაც თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ა.შ. მაშინ ჩვენგან რატომ ითხოვთ, რომ ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, სხვა ქვეყნების გავლით? რას გიწყვეტთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?

3. გუშინ დემარში რომ მოაწყვეთ, რა მოსთხოვეთ ვიცე-პრემიერს, ფრენების სფეროში სანქცია დააწესოს საქართველომ? პუტინმა გააუქმა მის მიერ დაწესებული სანქცია. იურიდიულად სხვა რა ფორმა არსებობს ფრენების შეჩერების, გარდა სანქციის დაწესებისა?

P.S. ცნობისთვის. 2022 წელს რუსეთის საჰაერო მოძრაობის სახელმწიფო ორგანიზაციამ ჯამში, როგორც შიდა, ისე ტრანზიტული ფრენებიდან, 1 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო.“- წერს ამირან სალუქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×