რეზონანსი
29.05.2023

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "შესაძლოა, ვიღაცების მიზანი იყოს, რომ ჩვენ აქტიურ დაპირისპირებაში შევიდეთ პრეზიდენტთან, მაგრამ ამას არ ვაპირებთ, რადგან ამის უკან იკითხება გარკვეული გეგმები, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვსურს".

მისი თქმით, არ აპირებენ პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლას.

„დიასპორის დღეზე პროტოკოლზე პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა, პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას ადმინისტრაციის უფროსი არ უნდა პასუხობდეს თუ პროტოკოლზეა საუბარი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია მთავართან შედარებით. ჩვენ არ ვაპირებთ პოლემიკაში შესვლას. შესაძლოა, ვიღაცების მიზანი [ შემხვევით ამ სიტყვას არ ვამბობ, პრეზიდენტზეც არ ვსაუბრობ] იყოს, რომ ჩვენ შევიდეთ აქტიურ დაპირისპირებაში პრეზიდენტთან, ამის საფუძველს პრეზიდენტი გვაძლევს უხვად დაარიგა მსგავსი საკითხები თავის გამოსვლაში და მსგავსი გამონათქვამები, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ დაპირისპირებაში შეხვიდე, ხისტ კამათში შეხვიდე, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ, რადგან ამის უკან იკითხება გარკვეული გეგმები, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვსურს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×