რეზონანსი
29.05.2023

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი.

15:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარიაულებში, დუშეთში: შამანაურის, ბაჩანას, ერეკლე II-ის, რუსთაველის, ობსერვატორიის, ზანდუკელის, ჭონქაძის, სააკაძის, ჭავჭავაძის, გურამიშვილის, თეატრის და მიმდებარე ქუჩებზე.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×