რეზონანსი
29.05.2023

ხმაური იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. დარბაზი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დაატოვებინეს. დეპუტატი ითხოვდა ბიუროს დაჩქარებული წესით განხეილა ენმ-ის კანონპროექტი ოკუპაციის შესახებ.

ბოკუჩავას თქმით, ის ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებამ გამოიწვია. ბიურომ თინა ბოკუჩავას შეთავაზება არ გაიზიარა.

"მხარდაჭერილი არ არის, ამიტომ ჩვეულებრივი წესით იქნება განხილული," - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს და თინა ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ არც თვითონ არ უჭერდა მხარს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას.

ბიუროს გადაწყვეტილება ბოკუჩავამ გააპროტესტა.

"არცერთი ბიუროს წევრი და არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მხარს არ უჭერს კანონპროექტს, რომლის მიზანია რომ მოხდეს დარეგულირება ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლოდ შემოსვლის საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმის, რომ მათ არ შეეძლოთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც ახლა აკეთებენ ამას," - განაცხადა ბოკუჩავამ ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ, რა დროსაც მისი მიკროფონი გათიშეს.

საუბრის გაგრძელების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა, მოგვიანებით კი ბიუროს სხდომა დაატოვებინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×