რეზონანსი
29.05.2023

გოგა ხაინდრავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმარი არ არის. გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი აქტუალური მხოლოდ იმიტომ არის, რომ მისი ოჯახი პიარ-კამპანიებში დიდ თანხას ხარჯავს.

„სააკაშვილი პატიმარი არ არის, საავადმყოფოში წევს. ადამიანი წევს ლუქს-პალატაში. არ არის პატიმარი ამ ფორმით. გასაგებია, რომ აქტუალურია, მაგრამ მხოლოდ ფულის ხარჯზე. ვის რაში აინტერესებს სააკაშვილი? მის მხარდამჭერებსაც აღარ ახსოვთ. რომ აღარ იცის, რა ქნას, წერს რომ ჩრდილო კავკასიაზე გავა უკრაინა-საქართველოს საზღვარი, რომ იქნებ რაღაც ყურადღება მიიპყროს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×