რეზონანსი
28.05.2023

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გადასცემს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება.

ამის შესახებ ლუკაშენკომ რუს პროპაგანდისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსმა პროპაგანდისტმა ბელორუსის პრეზიდენტის ვიდეო 28 მაისს გამოაქვეყნა, თუმცა, დიდი ალბათობით, ლუკაშენკოსთან ინტერვიუ 25 მაისს, მოსკოვში გამართულ ევრაზიის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოზეა ჩაწერილი.

"ძალიან მარტივია, ქვეყნები უნდა შეუერთდნენ ბელარუსის კავშირს რუსეთთან და სულ ესაა - ბირთვული იარაღი ყველასთვის იქნება", - განაცხადა ლუკაშენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×