რეზონანსი
28.05.2023

საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირშიც გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, - განაცხადა თბილისში საერთაშორისო კონფერენციის „თანამედროვეობა როგორც კრიზისი" მონაწილემ, ევროპარლამენტარმა, მიკ უოლესმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ევროკავშირშიც გაწევრიანებაც, მით უფრო, თუ ეს მოსახლეობის უმრავლესობას სურს. მაშინ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და ამისთვის საჭიროა მეტი ინფორმირება და მეტი სიცხადე ხალხისთვის. გესმით, რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ნაწილი? შეიძლება თქვენ დაინახოთ ყველა თქვენი პრობლემის მომგვარებელი, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ევროკავშირს აქვს რამდენიმე დადებითი და ნაკლებად დადებითი მხარე", - განაცხადა მიკ უოლესმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×