რეზონანსი
27.05.2023

თუ ვინმეს ჰქონდა ხელისუფლებიდან კონტაქტების და ვიზიტების მცდელობა რუსეთთან, თუ ვინმე ითხოვდა ფრენების, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვს.

„მინდა გითხრათ ძალიან მარტივად, რომ არ დაიწყოთ სიყალბის გავრცელება - ჩვენ, ოფიციალურ ხელისუფლებას, გვაქვს გაცხადებული არაერთხელ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს! ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ-სავაჭრო საკითხებზე. ეს გაცხადებულია, ღიაა, ამის თაობაზე დასამალი არაფერი გვაქვს. მე ასევე მინდა გითხრათ, თუ ვინმეს ჰქონდა ხელისუფლებიდან მცდელობა კონტაქტების და ვიზიტების, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩვენ არ გვქონია. ოფიციალურ მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონია ამის თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ ძალიან ბევრი დიასპორის წარმომადგენელი ვიცით, რომ ითხოვდა ამას. ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, ვიცი რომ სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მთავარი მინდა გითხრათ, თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ რუსეთის პრეზიდენტი [თავის განცხადებაში] ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×