რეზონანსი
22.05.2023

ვაკის პარკში განთავსებული საბავშვო ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელსი გავრცელდა.

„დღეს ვაკის პარკში, ამ კარუსელს ნაწილი მოძვრა! ბავშვები „კატაობდნენ“, უცებ საშინელი ხმა გავიგეთ და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი რგოლი ტრიალისას მოწყდა.  საბედნიეროდ, ცარიელი რგოლი ჩამოვარდა და არა ის რომლებშიც ბავშვები ისხდნენ.

ის რომ არავინ დაშავდა მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის დამსახურებაა და სასწრაფოდ მოსაფიქრებელია რამე მექანიზმი, რომ გასართობი სივრცეების უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდეს!

P.S. ვაკის პარკის განახლებისას, სამწუხაროდ ატრაქციონების ნაწილი ისევ ძველი დარჩა. კი პარკს ძალიან კარგად უვლიან, მებაღეები სულ აქ არიან და შრომობენ, მაგრამ უსაფრთხოების საკითხი როგორც ჩანს ისევ მისახედია“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათია სისვაძე ჯგუფში „ქალაქის პრობლემები“ და ფაქტის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×