რეზონანსი
18.05.2023

მიმდინარე წლის 8 მაისს Coca-Cola-ს ეტიკეტზე Napoli-ს გარემარბი და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" Coca-Cola-ს ახალი შეფუთვით წარმოება UEFA-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად დაიწყო.

რამდენიმე დღეა ქართული და იტალიური მედია წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას Coca-Cola-ს ეტიკეტზე გამოჩენამ იტალიური საფეხბურთო გუნდ Napoli-ს პროტესტი გამოიწვია. რის გამოც, შესაძლოა, Coca-Cola-ს იმ ბოთლების გაყიდვიდან ამოღება მოუწიოს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული.

გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას 100%-იან სარეკლამო უფლებებს Napoli ფლობს. ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა კი Coca-Cola-ს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. სწორედ ამას უკავშირდება ნეაპოლური კლუბის პრეტენზიები ქართულ მხარესთან.

იტალიური გამოცემა Gazzetta-წერს, რომ Coca-Cola-ს ეტიკეტზე გამოსახული კვარაცხელიას ეტიკეტები არის პროტოტიპი, რომელიც ჯერ არსად გავრცელებულა. ფეხბურთელის იმიჯის გამოყენებასთან დაკავშირებით Napoli Coca-Cola-ს მარკეტინგის წარმომადგენლებთან როგორც საქართველოში, ასევე ატლანტას შტაბ-ბინაში მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან, როგორც წესი, კონტრაქტებში, რომლებსაც კლუბის წევრები აწერენ ხელს, ამ ტიპის უფლებების კლუბისთვის გადაცემაა გათვალისწინებული.

„კომერსანტი" 2 დღეა ცდილობს საკითხის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და Coca-Cola-სთან გარკვევას, მაგრამ ჯერჯერობით არც ფედერაციის და არც „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" წარმომადგენლები კონტაქტზე არ გამოდიან.

წყარო: "კომერსანტი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×