რეზონანსი
18.05.2023

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხზე ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ „ნაცმოძრაობის" მიერ შეთავაზებულ ფორმულაზე გააკეთა, რომელიც საბჭოს 5 წევრის არჩევას ფორმულით 4/1-ზე გულისხმობდა. მან აღნიშნა, რომ ეს იყო კონსულტაციების იმიტაცია.

„კონსულტაციების 90% მაინც წარიმართებოდა პლენარულ სხდომათა დარბაზში. რაც შეეხება იმას თუ რამდენად არის მისაღები ასეთი ტიპის შეთავაზება, უკვე განვმარტე - რა თქმა უნდა, 4/1-ზე, 3/2-ზე არის მიუღებელი. ყველა კანდიდატი უნდა აირჩეს იმ კრიტერიუმებით, რასაც ჰქვია კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა. 4/1-ზე სწორედ მიკერძოებას ნიშნავს, ანუ 1 არის მიკერძოებული „ნაცმოძრაობის" მიმართ, 4 ჩვენ მიმართ. არცერთი არ გვინდა მიკერძოებული. ჩვენ გვინდა 5 მიუკერძოებელი კანდიდატი. თუ ნახავთ იმ 3 კანდიდატის ბიოგრაფიას, რომლებიც გუშინ ავირჩიეთ, სამივე არის მიუკერძოებელი იურისტი, პროფესიონალი. ვერანაირ ხინჯს ვერ უპოვით ვერცერთ კანდიდატს. რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან პროფესიონალები და სათანადო კრიტერიუმით არჩეულები, განსხვავებით იმ უცხოელი აგენტებისგან, რომელთა არჩევაც „ნაცმოძრაობას" უნდოდა", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×