რეზონანსი
18.05.2023

ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის მხარდაჭერას იმ სამი კანდიდატის, რომლებიც გახდნენ უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები - არანაირი წინასწარი მოლაპარაკება, კანდიდატების გაცვლა და გამოცვლა, რაზეც თითქოსდა მინიშნებები იყო, არ არსებობს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნატო ჩხეიძის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ როგორც ჩანს, მოქმედებდა 4/1- ზე ფორმულა და ფრაქციის ჩათში არა 4, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგზე" ითქვა, არამედ ხუთი გვარი ჩავარდა და მე -5 იყო ნიშნიანიძე, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა ოპოზიციას.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ მათი არგუმენტები არადამაჯერებელია.

„ბუნებრივია, ბუნდოვანი და არადამაჯერებელი იქნება ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება მათ თქვან ამ კონკრეტულ საკითხზე, რადგან არ არსებობს არგუმენტი, რომელიც გუშინდელ ქმედებას გაამართლეს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მათ გააძლიერეს სასამართლო კლანი. არანაირი წინასწარი შეთანხმება არ არსებობდა და ამას დაადასტურებენ არამხოლოდ ჩვენი ფრაქციის წევრები, არამედ სხვა დეპუტატებიც, ისინი იყვნენ ამ გადაწყვეტილების ავტორები და მოუწიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რაც აიღეთ იმით, რომ მოუწიათ გასულიყვნენ ფრაქციიდან. ნიშნიანიძის კონტექსტი სრულიად გაუგებარია და რატომ აპელირებს ახლა ეს ადამიანი ნიშნიანიძეზე, რადგან იმ სამ კანდიდატს შორის, რომელთაც მათ მხარი დაუჭირეს და გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ეს გვარი არ ფიგურირებს, შესაბამისად, ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის მხარდაჭერას იმ სამი კანდიდატის, რომლებიც უკვე გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არგუმენტაცია, რა დეტალებშიც არ უნდა შევიდეთ, გამართლება ამ საქციელს უბრალოდ, არ ექნება. ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ ამ დეტალებში შევიდე. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ არანაირი წინასწარი შეთანხმება, გარიგება, მოლაპარაკება, კანდიდატების გაცვლა და გამოცვლა, რაზეც თითქოსდა მინიშნებები იყო, არ არსებობს და ამას დაადასტურებენ სხვა ოპოზიციური დეპუტატებიც", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×