რეზონანსი
18.05.2023

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას სახელმწიფოს უსაფრთხოების ფაქტორად მიიჩნევს და თვლის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტი მოლდოვის დასაცავად არასაკმარისია.

„მოლდოვის კონსტიტუცია 1994 წელს მიიღეს. შეიძლება, ითქვას, რომ განცხადება ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელიც კონსტიტუციაშია შეტანილი, არასაკმარისია ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეალურად, კონსტიტუციის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვას ჰყავდეს მეგობრები", - განაცხადა პოპესკუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, პატარა სახელმწიფოებისთვის გეოპოლიტიკაში ყველაზე საშიში „მარტო ყოფნაა".

„ევროკავშირში გაწევრიანება მოგვცემს საშუალებას, მომავალს უფრო თავდაჯერებულად შევხედოთ, გავიაზროთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა მარტო არ არის პრობლემების მთელ სპექტრში. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა რუმინეთთან. რუმინეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში, რუმინეთი მოლდოვას მარტო არ დატოვებს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან, კანადასთან, ყველასთან, ვისაც სურს რეფორმების გაგრძელება მოლდოვაში, რათა ჩვენთან მომავალშიც მშვიდობა და სტაბილურობა იყოს", - დასძინა ნიკუ პოპესკუმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×