რეზონანსი
18.05.2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ საფეხბურთო მწვრთნელს 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მწვრთნელი სასამართლომ მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში.

მოსამართლე რომან ხორავა..." - წერია განცხადებაში

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×