რეზონანსი
13.05.2023

ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის" პირად გვერდზე წერს.

„მიმართულებაზე საბრძოლო ქმედებების ეპიცენტრში სიტუაცია დინამიკურად ვითარდება. ბახმუტის შემოგარენში ორი მიმართულებით ჩვენი სამხედროები ეტაპობრივად წინ მიიწევენ. სწორი ციფრები ახლა არ იქნება, ვინაიდან აქტიური საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს. ჩვენები მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ. სამაგიეროდ, თავად ქალაქში ვითარება უფრო რთულია. თუმცა, ხელმძღვანელობის სწორი დაგეგმარებისა და ჩვენი მებრძოლების სიმამაცის წყალობით მტერი ვერ ახერხებს ქალაქზე კონტროლის დამყარებას", - წერს მალიარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×